ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის ახალი მასალები მიიღეს.
“გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს.
მსურს მოგახსენოთ, რომ დაზარალებულის ადვოკატებმა ახლახანს ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები.
გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია ინფორმაციები. ასევე დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.
საზოგადოებისგან მუდმივად ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ყველა ამ ინფორმაციას ვუგზავნით საგამოძიებო ორგანოს.
მთელი ეს დღეები ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ და მოვითხოვთ გამოძიებისგან ეფექტურ მუშაობას.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარებულიყო 12 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც- გურამის დაკარგვის პირველივე დღეებში!
მყისიერად ჩასატარებელია რამდენიმე სხვა საგამოძიებო მოქმედება, რის შესახებაც ჩვენი მოთხოვნა გამოძიებას დავუფიქსირეთ.
მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, რომ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. გაკეთდეს ყველაფერი, რათა დადგინდეს,რა ვითარებაში გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე.
#ამ #საქმის მიჩქმალვა არის წარმოუდგენელი. თვეები და წლებიც რომ დაგვჭირდეს, არ გავჩერდებით მანამ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა!
ბოდიშს გიხდით, რომ უფრო მეტ დეტალს დღეის მდგომარეობით ვერ ვასაჯაროვებთ”,- წერს კაკაბაძე.
#ყველამ გავაზიაროთ
#რომმიხვდნენ
#ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი
#ვიაქტიუროთ #არ გავჩერდეთ” – ქვეყნდება სოციალურ ქსელში.
