Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ გამოვრიცხავთ, რომ მამუკა მდინარაძემ, რამდენიმე თვეში, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს” – რას ამბობს გიგა ფარულავა

August 31, 2026
“არ გამოვრიცხავთ, რომ მამუკა მდინარაძემ, რამდენიმე თვეში, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს” – რას ამბობს გიგა ფარულავა

ბუნებრივია, როდესაც მამუკა მდინარაძეს დაატოვებინეს პოლიტიკაც, თანამდებობაც და გაუშვეს სახლში, არ არის საჭიროება, რომ ახალი პოზიცია შეიქმნას – არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, რამდენიმე თვეში, ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე სახლში „კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებით“ გაუშვეს.

„ფაქტია, მამუკა მდინარაძე არ ეკუთვნოდა თავის თავს. მას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, უნარები, რომ თავად მიეღო გადაწყვეტილებები, რა თანამდებობაზე იქნებოდა, ან არ იქნებოდა. შესაბამისად, ისევე როგორც ის არსაიდან მოსულა, დღეს არსაით გაუშვეს, კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებით. ის სახლში გაუშვეს ყოველგვარი რჩევა-დარიგებების გარეშე.

ყველას გვახსოვს, რომ თავის დროზე, რეგიონული სამინისტრო ლილუაშვილისთვის შეიქმნა. ძალიან კარგად გახსოვთ, რა ბედიც გაიზიარა ლილუაშვილმა. არ გამოვრიცხავთ, იგივე ბედი გაიზიაროს რამდენიმე თვეში მამუკა მდინარაძემაც.

რაც შეეხება ამ კონკრეტული სამინისტროს გაუქმებას – „ოცნებას“ ინიციატივა ჰქონდა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეექმნა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იქნებოდა კონკრეტულად მამუკა მდინარაძისთვის, ისევე როგორც მამუკა მდინარაძისთვის შეიქმნა ძალოვან უწყებებთან მიმართებაში კოორდინატორის პოზიცია. ბუნებრივია, დღეს, როდესაც მამუკა მდინარაძეს დაატოვებინეს პოლიტიკაც, თანამდებობაც და გაუშვეს სახლში, არ არის საჭიროება იმისა, რომ მდინარაძისთვის შეიქმნას პოსტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ვერ შეიქმნება ეს პოზიცია,“ – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი, სავარაუდოდ, ისევ გაერთიანდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2026 წლის ივლისში 2 861 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა – საქსტატი
  • საქალაქო სასამართლოში დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალის პროცესი იწყება – კირილიუკი დუმილის უფლებას იყენებს
  • “ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს, ეს უნდა დასრულდეს ან ყველამ უნდა დაიწყოს თურქული ენის შესწავლა” – რობერტ ქოჩარიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge