Sunday, August 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩავიბარეთ გურამ დადიანიძის საქმის ახალი მასალები – ადვოკატი

August 30, 2026
ჩავიბარეთ გურამ დადიანიძის საქმის ახალი მასალები – ადვოკატი

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის ახალი მასალები მიიღეს.

ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ასევე, დანიშნულია დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.

ადვოკატი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, რომ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა და გაკეთდეს ყველაფერი, რათა დადგინდეს, თუ ვითარებაში გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე.

ტარიელ კაკაბაძე პირობას დებს, რომ სიმართლის გარკვევამდე არ გაჩერდება.

„გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს.

მსურს მოგახსენოთ, რომ დაზარალებულის ადვოკატებმა ახლახან ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები.

გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია ინფორმაციები. ასევე დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.

გამოთხოვილ ინფორმაციებზე პასუხის მიღებასა და ექსპერტიზის ჩატარებას სჭირდება შესაბამისი დრო. აღნიშნულის შემდეგ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს პირთა ხელახალი გამოკითხვა ან სხვა პირთა გამოკითხვა.

საზოგადოებისგან მუდმივად ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ყველა ამ ინფორმაციას ვუგზავნით საგამოძიებო ორგანოს.

მთელი ეს დღეები ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ და მოვითხოვთ გამოძიებისგან ეფექტურ მუშაობას.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარებულიყო 12 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც- გურამის დაკარგვის პირველივე დღეებში!

მყისიერად ჩასატარებელია რამდენიმე სხვა საგამოძიებო მოქმედება, რის შესახებაც ჩვენი მოთხოვნა გამოძიებას დავუფიქსირეთ.

მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, რომ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. გაკეთდეს ყველაფერი, რათა დადგინდეს, თუ ვითარებაში გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე.

ამ საქმის მიჩქმალვა არის წარმოუდგენელი. თვეები და წლებიც რომ დაგვჭირდეს, არ გავჩერდებით მანამ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა!

P.S. ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ გამოვკითხო მოწმეები, ბორკილები დავადო პირებს და ა.შ.

ამ ადამიანთა გასაგონად მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულის ადვოკატს არ აქვს მოწმეთა გამოკითხვის, ინფორმაციის გამოთხოვისა და პირთა დაკავების უფლება.

სისხლის სამართლის საქმეს საქმეს იძიებს საგამოძიებო ორგანო.

ჩვენ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებისთვის, შემდეგ კი გადამოწმებისთვის გამოძიებას სჭირდება გარკვეული დრო.

ბოდიშს გიხდით, რომ უფრო მეტ დეტალს დღეის მდგომარეობით ვერ ვასაჯაროებთ. საზოგადოება ჩვენგან პერიოდულად მიიღებს ინფორმაციას იმ რეჟიმში და იმ მოცულობით, რაც გამოძიებას ხელს არ შეუშლის.

მადლობას გიხდით, რომ გვერდით გვიდგახართ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში!“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამ საქმის მიჩქმალვა არის წარმოუდგენელი. თვეები და წლებიც რომ დაგვჭირდეს, არ გავჩერდებით…” – ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს
  • საქართველო-მოსკოვის რეისის სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა – არის მსხვერპლი
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge