Saturday, August 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

აფხაზი ბლოგერის საქმე – ბუავას მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებულ ქალზე არაფერი სმენიათ

August 29, 2026
აფხაზი ბლოგერის საქმე – ბუავას მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებულ ქალზე არაფერი სმენიათ

აფხაზი ბლოგერის საქმეში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის დაკავებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა – შსს ამტკიცებს, რომ დაურ ბუავამ და მასთან ერთად მყოფმა პირმა ნარკოტიკები მიიღეს, ბუავა ცუდად გახდა, თანხმხლებმა კი ის განსაცდელში მიატოვა, ბინა გარედან ჩაკეტა და წავიდა.

ახლა გამოძიების დასადგენია დაკავებული ქალის, ვიქტორია კილნიუკის შესახებ უფრო მეტი დეტალი – როდის გადმოკვეთა საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქემ, როგორ შევიდა ნდობაში აფხაზ ბლოგერთან და საიდან გაჩნდა ნივთიერება, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დაურ ბუავას სიკვდილი გამოიწვია.

ბუავას მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებული ქალის შესახებ მათ არაფერი სმენიათ, არ იცნობდნენ და არასოდეს უნახავთ აფხაზ ბლოგერთან.

“ასეთი ადამიანი მე დაურთან არასოდეს მინახავს და პირადადაც არ ვიცნობ, ვინ არის. პირველად მესმის მისი სახელი”, – ამბობს მეგობარი.

გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის ინტერესების დამცველს შსს-ს ვერსია ნარკოტიკების შესახებ სარწმუნოდ არ მიაჩნია, რადგან ადვოკატის თქმით, გამოძიება ერთ დღეში ვერ დაადგენდა, რამ გამოიწვია დაურ ბუავას გარდაცვალება.

უფლებადამცველის თქმით, ისინი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

“როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ არ ვცდები, ეს არის უკრაინის მოქალაქე. როგორც გამომძიებელმა მომაწოდა ინფორმაცია, ეს არის დაურის მეგობარი. თუმცა სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. ის დღეს დილით დააკავეს განსაცდელში მიტოვების მუხლით. ერთი დღით გამოძიებით ვერ დადგინდებოდა ნარკოტიკი მოითხოვეს, თუ ერთად რა გააკეთეს, ამიტომ, უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ უკვე მოძიების პროცესში ვართ ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, როგორც კი გვექნება შესაძლებლობა და დაგამოგვეხმაურება ექსპერტი, ჩავატარებთ ექსპერტიზას”, – ამბობს ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი.

დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვიქტორია კილნიუკი კი ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას იზოლატორში ელოდება. მასთან სავარაუდოდ, რამდენიმე საათში შევლენ გამომძიებლები.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დენის კულანინმა მიგრაციის დეპარტამენტში მშრალი შიმშილობა დაიწყო
  • იპოვეს 24 ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი 2 დღე ეძებდა
  • აფხაზი ბლოგერის საქმე – ბუავას მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებულ ქალზე არაფერი სმენიათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge