ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი შერიგების აუცილებლობაზე საუბრობს – მაღალამა იერარქმა დღეს ამბიონიდან თქვა, რომ ქვეყანაში სრული სიმშვიდისთვის სწორედ ერთიანობაა საჭირო.
“ერთი მხრიდან რუსები, რუსები უძახიან ვიღაცებს, მეორე მხარეა – აგენტები, აგენტები იძახის, მაგით შევრიგდებით?” – ამბობს სასულიერო პირი.
მეუფე იაკობის თქმით, შენი ქვეყნის გამო ნებისმიერთან ლაპარაკი უნდა შეგვეძლოს, მათ შორის ოკუპანტთანაც კი, იმისთვის, რომ შენი სამშობლოს ინტერესი გაატარო.
დღეს მთელი მსოფლიო არეულია, ომებია, ნუთუ გგონიათ, რომ ან ეკლესიას შეგვიძლია, ან მთავრობას, ან ოპოზიციას, რომ გააჩეროს აქ ვინმე არ შემოვიდეს და არევ-დარევა არ იყოს?! ეს ხო ღმერთია არა?! ღმერთი არ დაუშვებს, რომ შიგნით რაღაცა მოხდეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ გმირი ერი.
ხშირად ვიძახით, რომ შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და შეხედეთ რა. ერთი მხრიდან არის, რომ რუსები, რუსები უძახიან ვიღაცებს, მეორე მხარეა – აგენტები, აგენტები, აგენტები იძახის და რეალურად მაგით შევრიგდებით? ვის საქმეს ვაკეთებთ? თუ იმის შნო არ გქონდა, რომ ნებისმიერთან დაილაპარაკე, ეს იქნება შენი ოკუპანტი, თუ არაოკუპანტი, ნებისმიერთან უნდა შეგეძლოს დალაპარაკება, რომ შენი ინტერესი გაატარო. თუ ყველას ვერ დაელაპარაკე, მსოფლიო დიდია და შეგვჭამენ.
ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს ჩვენს ქვეყანას თუ არ ჭამენ, ეკლესიის დიდი დამსახურებაა. ითვალისწინებენ ჩვენს აზრს და კი მძიმედ გვაწვებიან, მაგრამ ღვთის შეწევნით ხდება, რომ დღეს კიდე გადარჩენილები ვართ, სრული სიმშვიდე რომ გვქონდეს, ერთიანობისკენ უნდა წავიდეთ, თუ არა რისი ქრისტიანი ხარ? ეკლესია როცა ამბობს, რომ შევრიგდეთ, ვისაც არ უნდა გაერთიანება და შერიგება თქვან…”, – თქვა მეუფე იაკობმა.
