Friday, August 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩვენს ხელშია ივანიშვილის მიერ Eagle Hills-თან გაფორმებული ე.წ. მოღალატეობის ქარტია, ქართული მიწის გასხვისებაზე…” – შალვა ნათელაშვილი

August 28, 2026
“რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს” – შალვა ნათელაშვილი

“ჩვენს ხელშია ივანიშვილის მიერ არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებული ე.წ. მოღალატეობის ქარტია, ქართული მიწის გასხვისებაზე” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილმა გენერალურ პროკურორს მოუწოდა დაუყოვნებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს დანაშაულზე გამოძიება.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გააუქმოს, “დადებული მოღალატეობრივი აქტი” და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს სთხოვს, “დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი საქმიანობა ქართულ მიწაზე”.

ლუკას სახარება გვასწავლის, არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდების და მარიამობა დღეს,რომელსაც სულით და გულით გილოცავთ, ჩვენს ხელშია ივანიშვილის მიერ არაბულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებული ე.წ. მოღალატეობის ქარტია, ქართული მიწის გასხვისებაზე, რომელსაც ედო გრიფით საიდუმლო ამ წუთამდე, დღეს ეს უკვე ქართველი ხალხის სამსჯავრომდე გამოგვაქვს, მტერი პრაქტიკულად, ამით განიარაღებულია და დიდი კვლევა-ძიების, თუ ბრძოლის შემდეგ “ლეიბორისტულმა პარტიამ”, თქვენი დავალებით, ამოხსნა ღალატის საზარელი ანატომია, რაც ქართველი ერის ათასწლოვან ისტორიას არ ახსოვს.

თბილისი, გარდაბანი, რუსთავის არეალში, აგრეთვე გონიოში, უფასოდ, ივანიშვილის მიერ არაბულ კომპანიაზე, არაბული დასახლების მშენებლობისათვის გასხვისებული და გაცემულია ათი მილიონი კვ.მ. უძვირფასესი სახელმწიფო მიწა, ანუ 886 ჰექტარი, ხოლო 576 ჰექატრი განწირულია ე.წ. სანიტარული ჭრისათვის, რაც ნიშნავს ტყეების მასობრივ, გენოციდურ განადგურებას.

აღნიშნული მოღალატეობრივი დოკუმენტი წარმოადგენს მამულის გაყიდვის, სახელმწიფოს ღალატის და კორუფციის გაერთიანებულ ქარტიას, რომელსაც სჭირდება დაუყოვნებლივ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

მე მოვუწოდებ, გენერალურ პროკურორს, თუ მათ სისტემაში დარჩა კიდევ სამართლისადმი რაიმე დამოკიდებულება და პატივისცემა, დაუყოვნებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს ამ უმძიმეს დანაშაულზე გამოძიება.

მე მოვუწოდებ ოლიგარქ ივანიშვილს, ერთხელ მაინც ცხოვრებაში გაგეღვიძოს ეროვნული სინდისი და თვითონ გააუქმე ცალმხრივად, შენს მიერ დადებული მოღალატეობრივი აქტი და მე მოვითხოვ არაბული კომპანიებისაგან და მოვუწოდებ არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყოველგვარი საქმიანობა ქართულ მიწაზე, რადგანაც რეჟიმი, ვისთანაც მატ გააფორმეს კონტრაქტი ამგვარი დანიშნულებით, ლეგიტიმურად არ არის აღიარებული მსოფლიო საზოგადოების მიერ და პლუს ამას, რეჟიმის მეთაური, ვისთანაც ბატონი ნაჰაიანი პირადად მიბრძანდა სოლოლაკში, წარმოადგენს აშშ-დან და ევროპიდან დასანქცირებულ, ანუ დამნაშავე სუბიექტს და მასთან ურთიერთობა, მით უმეტეს მასთან გაფორმებული კონტრაქტები არა მარტო იურიდიული ძალის არ მქონე და უკანონოა, არამედ თანამონაწილეობას ნიშნავს დანაშაულში.

ამაზრზენია, როცა წაიკითხავ, რა ხდება ჩვენ თავს. გარდა ამ უდიდესი მასშტაბის ღალატისა, კონტრაქტი გაფორმებულია ყველა მოქმედი საშინაო და საერთაშორისო ნორმების, კანონმდებლობის დარღვევით, მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის მთელ რიგ დანაშაულებათა კასკადს. შედგენილია ყოველგვარი კონკურსის, შეჯიბრებითობის გარეშე, არანაირი ვალდებულება ე.წ. ინვესტორს არ გააჩნია, ან ინვესტიციების შემოტანაზე, ან საბანკო ვალდებულებები, ან გარანტია პირგასამტეხლოს სახით. არცერთ ცენტს არ დებს კომპანია, რომელიც 6 მილიარდ მოგებას ჰპირდება თავის თავს და ბიძინა ივანიშვილს.

დღეს, მთელი ქართველი ერი უნდა დაირაზმოს იმისთვის, რომ მოვიცილოთ ივანიშვილის ბოროტი, მოღალატე რეჟიმი,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

არაბული კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში მასშტაბური მშენებლობების განხორციელებას გეგმავს.

შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავლაბარში მკვლელობა მოხდა
  • “გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი იბადება მარადიული ცხოვრებისთვის…” – შიო მესამე
  • “ერთი მხრიდან რუსები, რუსები უძახიან ვიღაცებს, მეორე მხარეა – აგენტები, აგენტები იძახის, მაგით შევრიგდებით?” – მეუფე იაკობი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge