მსოფლიო ბირჟებზე ოქროს გაძვირების ფონზე საქართველოს 2026 წლის იანვარ-ივლისში ოქროს ექსპორტიდან შემოსავალი რეკორდულად გაეზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან 90.160 მლნ დოლარის ღირებულების ოქროს (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით) გავიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის 7 თვეში საქართველომ ოქროს ექსპორტიდან 68.461 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მაჩვენებელი რეკორდულია 2009 წლის შემდეგ. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე ოქროს ექსპორტის მონაცემები სწორედ ამ პერიოდიდან არის ხელმისაწვდომი).
რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, წინა წლების ანალოგიურად, 2026 წელსაც ყველაზე მეტი ოქრო შვეიცარიაში გავიდა.
„ბიზნესპრესიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ რომელ ქვეყნებში განხორციელდა საქართველოდან ძვირფასი ლითონის ექსპორტი და როგორი იყო მისგან შემოსავალი: (2026 წლის იანვარ-ივლისი)
შვეიცარია – 80.294 მლნ დოლარი
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 7.842 მლნ დოლარი
თურქეთი – 1.819 მლნ დოლარი
ჰონ-კონგი – 205 ათასი დოლარი
