შეიწყალეს გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომლის გვარიც თბილისის ცენტრში ჩაცხრილული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა.
გიორგი კაჭკაჭაშვილს, გამოძიება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას ედავებოდნა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. ასევე უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი მკვლელობის ორგანიზებით დაკავებულ ძმებს – დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს.
