ექიმი – ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას იმ ნივთებისა და საკვები პროდუქტების მავნებლობის შესახებ აფრთხილებს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონდეს სახლში და ყოველდღიურად იყენებდეს.
მეტიც, ექიმი ამბობს, რომ აღნიშნული ნივთები სიმსივნის რისკს ზრდის:
„სახლში არსებული ნივთებიდან სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის: პლასტმასას კონტეინერი, „ტეფლონის” ტაფა, ალუმინის ფოლგა, რაფინირებული ზეთი, კონსერვები, სურნელოვანი სანთლები,პლასტმასას დასაჭრელი დაფები, სწრაფად მომზადებადი სუპები”,- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
