მამუკა მდინარაძე – მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით უკან არ დაიხია კორუფციასთან ბრძოლაში, მე ჩემი გავაკეთე, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ის ყოველთვის იყო იქ, სადაც გუნდს სჭირდებოდა.
„მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ერთი წამით უკან არ დახეულა კორუფციასთან ბრძოლაში. თუ ვინმე განაწყენებულია იმაზე, რომ სუს-ი აკავებდა ადამიანს კორუფციაზე, კორუფციულ დანაშაულზე, მაშინ, როდესაც მამუკა მდინარაძე იყო სუს-ის უფროსი, შეიძლება ამასაც მივაწეროთ. შეიძლება, ვიღაცას მამუკა დაბალ ღობედ მოეჩვენა მას შემდეგ, რაც იმ თანამდებობაზე აღარ იყო. შეიძლება, უარესი თქვან და ა.შ. ერთ-ერთ ზედაპირულ ვარაუდად შეგვიძლია ესეც გამოვთქვათ. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მე ჩემი გავაკეთე, იქიდან სხვა თანამდებობაზე გადავედი და მიმაჩნია, რომ იმ თანამდებობას სხვაც მშვენივრად გაართმევს თავს. სადაც საჭირო ვიყავი, ყოველთვის იქ ვიყავი“, – განაცხადა მდინარაძე.
