ვინმეს თუ ჰგონია, რომ „ნაცი“ გვარამია, „ნაცი“ სააკაშვილი და „ნაცი“ ბოკერია ერთმანეთს ისე გადაეკიდებიან, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაზე ხელს აიღებენ, ძალიან ცდება, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.
მისი თქმით, ამ დაპირისპირების მიუხედავად, ეს ადამიანები იმ იდეის გარშემო ერთიანდებიან, რომელსაც მათი პატრონი დავალებად მისცემს.
„რასაც ვხედავთ, შოუ და მასკარადია, რაც ოპოზიციაში ძალთა გადანაწილებაზეა ორიენტირებული და თან პატრონის წისქვილზე წყალს ასხამს. „ნაცი“ გახარიებია და „ნაცი“ „ლელოს“ ამ პროცესისგან დისტანცირება ხდება, თითქოს ისინი „ნაცები“ არ არიან და გათეთრდნენ, რაც ტყუილია“, – განაცხადა გორდულაძემ.
