Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ნაბიჯად აღიქმებოდა…” – რას ამბობს არჩილ გორდულაძე

August 27, 2026
“გახარიას პარტია იშლება”-არჩილ გორდულაძე

უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში მყისიერ გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახლა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა და რამდენად გაწევრიანდებიან, არავინ იცის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ამავე შინაარსის განცხადებას სხვადასხვა ბიუროკრატიის წარმომაგენლებიც აკეთებენ.

„საქართველოში ვინმე თუ კითხვას დასვამდა, როდის ხდება უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და რა პირობების დაკმაყოფილებით, კითხვის დამსმელი მაშინვე რუსეთუმედ გადაიქცეოდა და მის მიმართ ბულინგი მიმდინარეობდა. ამ ყველაფერს ისინი აკეთებდნენ, ვინც გარედან ფინანსდება და გარე მითითებებს არიან დამორჩილებული. ამ ადამიანებს მოვუწოდებთ, საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ საჯარო პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის. სალომე ზურაბიშვილის განცხადება გახსოვთ, სადაც თქვა, ზელენსკის წითელი ხალიჩებით ხვდებიან და თქვენ ასე იყავითო. თურმე, „ასე იყავითში“ საქართველოში მშვიდობას გულისხმობდა. იმ ადამიანებისთვის რომ დაგვეჯერებინა, რომლებიც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, ომის იმ ქარ-ცეცხლს მივიღებდით, რაც უკრაინაშია. უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირება ანტიქართულ და ანტიუკრაინულ ნაბიჯად აღიქმებოდა, ეს მაშინ, როცა საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა უკრაინის დახმარების თვალსაზრისით. ვინც ამ ნარატივს ავრცელებდა, მათი ცრუპენტელობის გამო ბოდიში აქვთ მოსახდელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძემ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის
  • ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა მდინარაძის ბრიფინგი მიმდინარეობს
  • ომბუდსმენი მერიას მიმართავს, დაადგინონ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო არეალში აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს, დადასტურების შემთხვევაში კი იმოქმედოს შესაბამისად

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge