“ღამიდან მოყოლებული გრძელდება ჩვენს რეგიონებზე რუსული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია. დარტყმა კომბინირებული იყო: დრონები და ბალისტიკა. რუსებმა დაარტყეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას პოლტავის, სუმისა და ხერსონის ოლქებში. ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. კრამატორსკში მართვადმა საავიაციო ბომბმა მრავალსართულიან შენობას დაარტყა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებმა ოთხი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეში, ორი – კრივოი როგში. ოდესაში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყეს. კიევის ოლქის სოფელ ჩუბინსკეში ყველა საჭირო სამსახური ჩართულია.
რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და საკუთარი ომის გაფართოებაში, შესაბამისად, ამის წინააღმდეგ მეტი საპასუხო ქმედებაა საჭირო. ამ კვირაში ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები ასევე შეივსოს ბალისტიკისგან დაცვის დამატებითი პაკეტებით, უპირველეს ყოვლისა, PURL-ის მეშვეობით. ყველაფერი, რაც ცის დაცვას აძლიერებს, ფაქტობრივად ყოველდღიურად ინარჩუნებს უკრაინელი ქალებისა და კაცების სიცოცხლეს. იმისთვის, რომ რუსეთს ომის გაგრძელების სურვილი ჩავუხშოთ, საჭიროა იმ რაკეტების ეფექტურად ჩამოგდება, რომლებსაც მოსკოვი ასე ებღაუჭება, რათა ომი არ შეაჩეროს. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვისაც ეს ესმის და ეხმარება” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
