ცოტა ხნის წინ ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას ქორწილის ფოტოგრაფმა დავით ჭალიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მანსპინძლებს აკრიტიკებდა.
“რა უხერხულია არაა ? მთელი თბილისი დღეს ერთ ქორწილზე საუბრობს და ამ დროს გადამღებებს არ აჭამეს…ხალხი დილიდან მუშაობს და ლუკმა ვერ გაიმეტეს ფოტოგრაფებს და
ვიდეოგადამღებებს ადამიანებად არ გვთვლიან, ასე დამამცირებლად გექცევიან და მერე ეს ხალხი საუბრობს ტელევიზიებში ევროპულ თუ ადამიანურ ღირებულებებზე…
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მდიდრებს უფრო ეშლებათ ეს და არა საშუალო თუ შედარებით დაბალშემოსავლიან ფენებს
და თან გთხოვენ საჯაროდ არ დაწერო უხერხულიაო, უხერხულია მშიერი რომ
მუშაობს ადამიანი და შიმშილისგან გაქანავებს, ეს ხალხი რომ კიდევ ჰუმანურობას იჩენს და სხვის სახელს უფრთხილდება..რამხელა სულგრძელობაა , მაგრამ
იმსახურებენ კი ?” – წერს ფოტოგრაფი.
შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფმა აღნიშნული პოსტი მალევე წაშალა