ოზურგეთის სოფელ წითელმთაში მომხდარ ავარიას მოზარდი ემსხვერპლა – დაშავებულია კიდევ 4 არასრულწლოვანი – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა გურია ნიუსი ავრცელებს.
“სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ოპერაციის დროს გარდაიცვალა. დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – განაცხადა მედალფას დირექტორმა, დათო მდინარაძემ.
