ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე – “პირველების” ინფორმაციით, ინტერპოლს ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან ერთად, ამ დრომდე ძებნა არ გამოუცხადებია დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეზეც.
უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ დაიწყო ინტერპოლმა იმ პირების ძებნა, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით უვადო პატიმრობა მიესაჯათ.
უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ ვინაიდან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი მტკიცებულებების გარეშე გამოიტანეს, ეს ინტერპოლსაც ესმის და არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამიტომ არ დააკავეს დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე.
დავით მიქაძის ადვოკატის, შორენა ნიქაბაძის ვარაუდით, ინტერპოლმა მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ძებნა არ გამოაცხადა და რესურსები არ დახარჯა, მტკიცებულებების არარსებობის გამო. განაგრძეთ კითხვა…
