საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის ივლისის ბოლოსათვის 75.61 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 185.57 მილიონი ლარით, ანუ 0.25%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.66% შეადგინა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 352.03 მლნ ლარით, ანუ 0.80%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.46 მლნ ლარით, ანუ 0.53%-ით შემცირდა.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ივლისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.17 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 2.09%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 21.30 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.58%-ით ჩამორჩება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ივლისის განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 515.00 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 40.63 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის ივლისის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.70% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით.
