Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ლილუაშვილის ადვოკატის თქმით, რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნამყოფი საერთოდ არ არის

August 26, 2026
ლილუაშვილის ადვოკატის თქმით, რომეო მიქაუტაძე სუს-ში ნამყოფი საერთოდ არ არის

გრიგოლ ლილუაშვილიდ ადვოკატი, ლანა ცერცხვაძე ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომეო მიქაუტაძე, სუს-ში ნამყოფი საერთოდ არ არის. არადა გამოძიება ამბობს, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილს ქრთამი სუს-ში, პირდაპირ მის კაბინეტში გადასცა.

ლანა ცერცვაძის თქმით, პროკურატურას საქმეში ამის მამტკიცებელი არც ვიდეო ჩანაწერი უდევს და არც სატელეფონო ჩანაწერი.

“აღნიშნული მოწმის მხრიდან ელემენტარული მიწერის დონეზე, რომ „მოვედი“, სატელეფონო ჩანაწერიც კი არ არსებობს. [სუს-ის] მისამართზე,ზოგადად, ბატონი მოწმე საერთოდ არ არის ნამყოფი” – ამბობს ლილუაშვილის ადვოკატი.

ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურამ ცრუ ბრალი წარუდგინა.

„გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში რომ ადამიანი მისულიყო და საუბარია სუს-ზე, მას უნდა გაევლო გზები. გაიარა თუ არა აღნიშნულმა პირმა ეს გზა და მოხვდა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში, რომ აღარაფერი ვთქვათ დაახლოებით 15 კილოიან ხელბარგზე, სწორედ ამის გამორკვევას შეეცდება დაცვის მხარე. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თუნდაც ეჭვის დონეზე გაჟღერებული ინფორმაციის საპირწონე ოპონირებაში დავდგეთ და შეჯიბრებითობის პრინცის დაცვით მოვახდინოთ იმ მტკიცებულებათა დემონსტრირება, ეს იქნება მოწმეთა ჩვენებები, თუ სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რითაც საბოლოო ჯამში, ნამდვილად დავადასტურებთ, რომ აბსურდული და ცრუ ბრალი აქვს ბრალდების მხარეს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის.

[რაც შეეხება რომეო მიქაუტაძეს] საერთოდ რომ მისულიყო სუს-ში, მინიმუმ, ვიდეო-ჩანაწერი მაინც იარსებებდა. აღნიშნული მოწმის მხრიდან ელემენტარული მიწერის დონეზე, რომ „მოვედი“, სატელეფონო ჩანაწერიც კი არ არსებობს. [სუს-ის] მისამართზე,ზოგადად, ბატონი მოწმე საერთოდ არ არის ნამყოფი. მით უფრო, როცა ვსაუბრობთ დაახლოებით 15 კილოიან ჩემოდანზე თუ ხელბარგზე, სუს-ში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაცული შენობაა ქვეყანაში, ვინმე შემოწმების გარეშე შევიდეს, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰყავს მოწმე, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობის შესახებ წარმოადგენს ინფორმაციას. ადვოკატის თქმით, აღნიშნული პირი არის გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრი, რომელიც დაცვის მხარემ გამოძიების ეტაპზე გამოჰკითხა, შესაბამისად მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათთვის ცნობილია.

ამასთან, ადვოკატ ლანა ცერცვაძის თქმით, ასევე დღევანდელ პროცესზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე დააყენებენ შუამდგომლობას, რითაც სასამართლოს განჩინებით საჯარო უწყებიდან ინფორმაციის მოწოდებას მოითხოვენ.

სუს-ის ყოფილი უფროსის პროცესი საქალაქო სასმართლოში ამ წუთებში ისევ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდის უნდა დასრულდეს რეალურად რუსთაველის რეაბილიტაცია?
  • თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge