ირაკლი კობახიძეს სამი უხელფასო მრჩეველი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას BMG-ი მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემას მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი კობახიძის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუს-ის ყოფილი უფროსი და ყოფილი დეპუტატი ანრი ოხანაშვილია, საჯარო სამსახურში განათლებისა და მეცნიერების სფეროში პრემიერ-მინისტრს რჩევებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია აძლევს, ხოლო საჯარო სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველის პოზიცია გიორგი გრძელიშვილს უკავია. ირაკლი კობახიძის მესამე მრჩეველი, პარალელურად, პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსიც არის.
სამივე მათგანი არის მრჩეველი ანაზღაურების გარეშე,” – განუცხადეს BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციაში.
გამოცემის ცნობით, მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია, რადგან გიორგი ქაჯაიამ თანამდებობა დატოვა.
ამასთან, ირაკლი კობახიძეს ეკონომიკის საკითხებში მრჩეველი არ ჰყავს. აღნიშნულ პოზიციას ბოლოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი იკავებდა.
