თბილისის მეტროსთვის ახალი ვაგონები ჩინეთიდან ჩამოვა – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა კომერსანტი ავრცელებს და წერს, რომ ახალი ვაგონები ამ ეტაპზე ჩინეთშია და პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის მზადაა. მათივე თქმით, “ახალი ტექნიკა აღჭურვილია კომპიუტერული სისტემებით და პასუხობს ყველა თანამედროვე სტანდარტს”.
