დღეს, 26 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში „სანდასუფთავების“ მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
