აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას რუსეთთან კოორდინაციით ახორციელებს და საერთაშორისო კავშირების გაფართოებას აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ცდილობს. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა „აპსნიმედიასთან“ ინტერვიუში ასევე გააკრიტიკა საქართველოს პოზიცია და მას „რეალობას მოწყვეტილი“ და „უპერსპექტივო“ უწოდა.
„რუსეთთან კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ვატარებთ. ეს, ჩემი აზრით, აუცილებელი პირობაა აფხაზეთის ინტერესების საერთაშორისო არენაზე წარმატებით წარმოჩენისთვის“, – განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, მოსკოვი სოხუმს საერთაშორისო ვიზიტებისა და კონტაქტებისას ტექნიკურ, საკონსულტაციო და ანალიტიკურ დახმარებას უწევს. ბარციცის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება ახალი კავშირების დამყარებაზე მუშაობს აფრიკის ქვეყნებთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთთან. ამ კონტექსტში მან სომალის დელეგაციის ვიზიტიც ახსენა.
დე ფაქტო მინისტრმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სირიას, რომელსაც „აფხაზეთის პარტნიორი და რეგიონში მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა“ უწოდა. განაგრძეთ კითხვა…
