Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

August 26, 2026
სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გენადი კერძევაძე წარუდგინა.

მინისტრმა გენადი კერძევაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დღეს სააგენტოს წინაშე ახალი გამოწვევები დგას, რაც ახალ შემართებასა და ენერგიას მოითხოვს. გენადი კერძევაძე სამინისტროს სისტემაში დიდი ხანია მუშაობს, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და კარგად იცნობს სამინისტროს გუნდსა და მის საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი, ენერგია და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას და ახალი მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს. ჩვენი ამოცანაა, სააგენტოს წინაშე არსებული გამოწვევები და დასახული მიზნები მაქსიმალურად მოკლე ვადებში შესრულდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი და თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გენადი კერძევაძე პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. მას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში, საქართველოს პარლამენტში და სხვა ორგანიზაციებში.

2017-2026 წლებში გენადი კერძევაძე შპს „საქართველოს მელიორაციაში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის, გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული და ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობებზე. ბოლო პერიოდში იგი სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

გენადი კერძევაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სააგენტოს გუნდთან ერთად აქტიურად გააგრძელებს დასახული მიზნებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღრიცხვასა და მიწათსარგებლობის სახელმწიფო მონიტორინგს, მონაწილეობს მიწის მდგრადი მართვის, ნიადაგის დაცვისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების, ასევე ქარსაფარი ზოლებისა და საძოვრების მართვის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ადამ კადიროვი ოკუპირებული აფხაზეთის “თავდაცვის სამინისტრომ” მედლით დააჯილდოვა
  • “30 წლის გიორგის სიცოცხლე შეიწირა “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ღია კარიერული წესით მოპოვებისას ამოთხრილმა ორმომ ჭიათურაში
  • თბილისის მეტროსთვის ახალი ვაგონები ჩინეთიდან ჩამოვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge