Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს კრედიტები, არამედ ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა…” – რას წერს რომან გოცირიძე

August 26, 2026
“უნამუსობა და უზნეო სპეკულაციაა ეს”-რას წერს რომან გოცირიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს კრედიტები, არამედ ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა – ამის შესახებ განცხადებას რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“პირდაპირ ვიტყვი სათქმელს: ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს კრედიტები, არამედ ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა. ივანიშვილის როლი ამაში ის არის, რომ აიძულა ბანკები, ეს სესხები გაეყიდათ, ხოლო „ფონდმა ქართუმ“ ისინი ჩალის ფასად მიიღო-გადაიხადა სულ რაღაც 37,5 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენიც მან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მიერ ერთი თამაშის მოგებაში პრემიის სახით გაიღო. უღირდა ეს ივანიშვილს წინასაარჩევნოდ.
გუშინ მოვისმინეთ „ფონდი ქართუს“ განცხადება, რომელიც მომგებიან პოზიციაზე აღმოჩნდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში ატეხილი ცრუ განგაშის გამო და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედების შესახებ.
მოდით, ვნახოთ, რა რიცხვები იყო მოყვანილი ამ განცხადებაში:
-ჩამოეწერა პრობლემური სესხები, რომელთა ძირი თანხა არ აღემატებოდა 2 000 ლარს;
-სესხები ჩამოეწერა 615 ათას ადამიანს;
-ჩამოწერილი სესხების საერთო მოცულობამ შეადგინა 4,1 მილიარდი ლარი;
– „ფონდმა ქართუმ“ ამ სესხების გამოსყიდვაში გადაიხადა 37,5 მილიონი ლარი, რაც მთელი ვალდებულების (ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი) წარმოუდგენლად დაბალი ნაწილი-0,9 პროცენტია.
ამ სურათიდან ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ბანკებმა ფული აჩუქეს ივანიშვილს პიარკამპანიის ჩასატარებლად. სწორედაც რომ მათ ჩამოაწერეს კლიენტებს სესხების 99 პროცენტი. სამწუხაროა, რომ მაშინ, 2018 წელს, ვერ მოხერხდა ამ წინასაარჩევნო აფიორის მხილება, რადგან საყოველთაო ეიფორიას ჰყავდა ქვეყანა მოცული.
მოდით, ამ ამბავში დავიცვათ სრული ობიექტურობა და ამ რიცხვებს კიდევ ერთხელ შევხედოთ განსხვავებული რაკურსით-ჩამოსაწერად გამიზნული სესხებისა და მასზე დარიცხული პროცენტების დიდი ნაწილი ბანკებისთვის უიმედო იყო. აქვე დავძენ, რომ თავისუფლად შეძლებდნენ ისინი ამ სესხებიდან თუნდაც ათჯერ მეტის ამოღებას, ვიდრე ივანიშვილმა მათ გადაუხადა. ჩამოწერილი ვალდებულებების მხოლოდ 10 პროცენტის ამოღება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, ამიტომ ზოგიერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უარი განაცხადა ამ სქემაში მონაწილეობაზე. როგორც ჩანს, ეყოთ გამბედაობა-8 წლის წინ, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.
ისევ ობიექტურობიდან გამომდინარე, ივანიშვილის მიერ სესხების გამოსყიდვაზე დახარჯული ფული შევადაროთ მხოლოდ ძირითად თანხას და დარიცხულ პროცენტებს დავანებოთ თავი. ჩამოწერილი, ე.წ. „თავი ფულის“ ნომინალური ღირებულება შეადგენდა 1,5 მილიარდ ლარს. ივანიშვილის მიერ დახარჯული 37,5 მილიონი ლარი შეადგენს ამ სესხების ღირებულების 2,5 პროცენტს. როგორ ფიქრობთ, ბანკებს გაუხარდებოდათ ამ ფასად თუნდაც პრობლემური სესხების გაყიდვა, რომ არა ზეწოლა ივანიშვილის მხრიდან? ფული, რაც ივანიშვილმა გადაუხადა, მსხვილ ბანკებს მათ მიერ რეკლამაზე გაწეული წლიური ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ გასწვდებოდა. თავად რომ გაეკეთებინათ ეს, რა რეკლამა იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? როგორ გაალამაზებდა მათ იმიჯს საზოგადოების თვალში, რომელსაც ბანკები ტრადიციულად სძულს.
დასკვნის სახით: ორდღიანმა, არასერიოზულ ინფორმაციაზე დაფუძნებულმა აჟიოტაჟმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლების კაპიკებად მოსყიდვის ისტორია. სამწუხაროდ, მაშინ სათანადოდ ვერ ვამხილეთ ეს პროცესი. დღესაც, ამ თემის ცრუ ამბების მეშვეობით გაცოცხლება ისევ „ტრიუკაჩის“ წისქვილზე ასხამს წყალს” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში თურქეთის მიერ ძებნილი პირები დააკავეს
  • გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე
  • თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge