ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საკითხს განათლების სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ხელისუფლების მიერ დაანონსებული „უფასო უმაღლესი განათლება“ რეალურად მკაცრი შეზღუდვებითა და შემცირებული კვოტებით ხორციელდება, რის გამოც საგამოცდო ბარიერგადალახული და მაღალი ქულების მქონე ახალგაზრდების ნაწილიც კი სასურველ უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე ვერ ჩაირიცხა.
სპეციალისტები ასევე საუბრობენ კიდევ ერთ ტენდენციაზე – შექმნილი ვითარების გამო სულ უფრო მეტი ახალგაზრდა უკვე ბაკალავრიატის საფეხურზევე ცდილობს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ძალიან ამაყად აცხადებს, რომ მთელი უმაღლესი განათლება იქნება უფასო. ჩვენ როგორც ვნახეთ, ეს უფასოობა ძალიან პირობითია და დათქმებით არის შემოთავაზებული, აკადემიურ მოსწრება მიება, ადგილების რაოდენობა არ შეივსა. სამწუხაროდ, განათლების და მეცნიერების, და მეცნიერება მე მინდა ცალკე, მნიშვნელოვნად გამოვყო, სახელმწიფო დაფინანსება ვერ აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძალიან ბევრი გამწარებული ბავშვი და მათი მშბელი წერს ამის შესახებ. აქ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ არა მარტო ადგილების რაოდენობა, არამედ ის, რომ სტუდენტები ვერ მოხვდნენ იმ პროგრამაზე, რომელიც მათ აინტერესებდათ. მაყურებელი არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში, როცა გვეუბნებიან, რომ აგერ, ადგილი დარჩა აუთვისებელი და აგერ, სტუდენტია ბარიერგადალახული და რატომ არ ირიცხება? იმიტომ, რომ იმ პროგრამაზე და იმ უნივერსიტეტში, რომელშიც მას უნდოდა სწავლა, ადგილების რაოდენობა არის მკვეთრად შეზღუდული. შეძლებული ოჯახის შვილები მაქსიმალურად ცდილობენ უკვე, რომ განათლება მიიღონ საზღვარგარეთ. თუ ადრე ტენდენცია საზღვარგარეთ განათლების მიღებისა იყო მაგისტრატურის დონეზე, ახლა ბაკალავრიატის დონეზე მასობრივად ხდება აბიტურიენტების გადინება ქვეყნიდან, – ამბობს ლიკა ღლონტი. განაგრძეთ კითხვა…
