Wednesday, August 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

August 26, 2026
პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების სრული დაცვით, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, არც ირაკლი ნადირაძეს და არც საკანში მასთან ერთად განთავსებულ რომელიმე პირს რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელის გამოყენებით გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ და ცილისმწამებლურ განცხადებას მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციურისისტემის დისკრედიტაციას. სამსახური განმარტავს, რომ ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების სრული დაცვით. არც ირაკლი ნადირაძეს და არც საკანში მასთან ერთად განთავსებულ რომელიმე პირს რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის. ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე დაწესებულების მხრიდან არ აქვს; ის სარგებლობს როგორც სატელეფონო საუბრის, ისე პაემნის უფლებით. შესაბამისად, შეუფერხებლად შეუძლია გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში მსჯავრდებულ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მეშვეობით სხვა დროსაც არაერთხელ გავრცელებულა ყალბი ინფორმაცია სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც თავისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყო გამოყენებული. სპეციალური პენიტენციურისამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და გაითვალისწინონ, რომ მსგავსი სახის განცხადებებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს უთანხმოება მსჯავრდებულებს შორის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შორენა ბეგაშვილმა მეუღლესთან ერთად, მონტე-კარლო ვერტმფრენით დაათვალიერა – რა ღირს მონაკოს თავზე ფრენა
  • “სოხუმი რუსეთთან კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებს – საქართველოს პოზიცია „რეალობას მოწყვეტილია” – დე ფაქტო მინისტრი
  • ინფორმაცია მათთვის, ვინც უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხა – სად შეუძლიათ აბიტურიენტებს სწავლის გაგრძელება?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge