წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზუგდიდში კარტოზიას ქუჩაზე. წყალი მოსახლეობას სახლებში შეუვარდა, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართული. განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა.
მოქალაქეები “პირველებთან” საუბრისას განმარტავენ, რომ ყოველი წვიმისას მსგავსი პრობლემები ექმნებათ, მთავარი მიზეზი კი, მათი თქმით, სანიაღვრე არხების არარსებობაა.
მოსახლეობა ამბობს, რომ 112-ს მიმართა, მაგრამ ადგილზე ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.
ასევე ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გარკვეულ უბნებსა და სოფლებს.
