Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

შეცვალა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” რიტორიკა უკრაინის მიმართ – რას ამბობენ ოპოზიციაში?

August 25, 2026
შეცვალა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” რიტორიკა უკრაინის მიმართ – რას ამბობენ ოპოზიციაში?

ამბობს, რომ უკვე ივანიშვილი და მისი გუნდიც ხედავს, რომ რუსეთი ომში ტაქტიკური, ან სტრატეგიული წინსვლის მიღწევას ვერ ახერხებს, შესაბამისად უკრაინასთან მიმართებაში “ქართული ოცნება” “დამატებითი მანევრის სივრცეებს” იქმნის. 

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ჩვენ ვხედავთ, “ქართული ოცნების” უკან დახევას უკრაინის საკითხზე, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ “ქოცს” არავითარი პრინციპი არ გააჩნია. 

ჩვენ ვხედავთ, “ქართული ოცნების” უკან დახევას უკრაინის საკითხზე, რადგანაც “ქართუ ოცნებას” სინამდვილეში არანაირი პრინციპები არასდროს არ გააჩნდა, ახლაც არ გააჩნია და ხედავს რა იმას, რომ რუსეთი ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას, განსხვავებით იმ მოლოდინისგან, რაც ჰქონდა ივანიშვილს და “ქართული ოცნების” რეჟიმს, რომ კიევი ერთ კვირაში დაეცემოდა, ახლა, რა თქმა უნდა, ქოციც კი ხედავს, რომ ვერ ახერხებს არსებითი ტაქტიკური, ან სტრატეგიული წინსვლის მიღწევას და რა თქმა უნდა, შესაბამისად, “ქართული ოცნების” უპრინციპო, უსახო ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა უკრაინაზე შედარებით უფრო შერბილებული პოზიცია ჰქონდეთ. 

ამიტომაც, ეს არის კიდევ ერთი დასტური, ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, რომ ქოცს არ გააჩნია არავითარი პრინციპი, არავითარი იდეოლოგიური შეხედულება, არავითარი საკვანძო ღირებულებითი ღერძი,” – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვალერი ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ უკვე “ქართულ ოცნებაშიც” აცნობიერებენ იმ ახალ რეალობას, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის გუნდში შესაბამის დასკვნებს აკეთებენ. 

უკვე “ქართულ ოცნებაშიც” აცნობიერებენ იმ ახალ რეალობას და ახალ ბალანსს, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთი ვეღარ მიდის წინ, ვეღარ იპყრობს რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ახალ ტერიტორიებს და ყალიბდება ყველანაირი წინაპირობა საიმისოდ, რომ თვისებრივად შეიცვალოს უკრაინის სასარგებლოდ ვითარება. 

აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნება” აკეთებს შესაბამის დასკვნებს და რაც სრულებით ნორმალურია, იქმნის რაღაც დამატებითი მანევრის სივრცეებს უკრაინასთან მიმართებაში იმისთვის, რომ როდესაც ძირეული გარდატეხა მოხდება, ჰქონდეს ეს როგორც მინიმუმ საკომუნიკაციო საშუალებები, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით,” – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ყველამ იცის “სინამდვილეში რა პოზიციაც აქვს ბიძინა ივანშვილს და მის რეჟიმს”, თუმცა დღეს უკვე ისინიც ხედავენ “როგორ კატასტროფულად მარცხდება რუსეთი” და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ. 

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, თუ სინამდვილეში რა პოზიციაზე არის ივანიშვილის და მისი რეჟიმი, ისინი ბოლო წლების მანძილზე ამ პოზიციებს ახმოვანებდნენ, ამიტომაც არის დასანქცირებული ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტული საშუალებები, თუმცა დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს და მათ შორის, ივანიშვილის რეჟიმის წევრებიც და ივანიშვილიც ხედავს, როგორ კატასტროფულად მარცხდება რუსეთი, ამიტომაც საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს ეს ხალხი,” – თქვა მან. 

ცნობისთვის, საქართველო იმ 50 ქვეყანას შეუერთდა, რომლებმაც გაეროში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

საქართველოს მიერ მხარდაჭერილ განცხადებაში ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ ჩვენებები მის წინააღმდეგ ზეწოლით მიაცემინეს
  • “აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში, მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! ” – ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს აქვეყნებს
  • “ივანიშვილის ქონება უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს ხალხს” – რას ამბობს შალვა ნათელაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge