უიშვიათესი დიაგნოზი და 10-საათიანი ოპერაციის დროს ამოჭრილი 9 ორგანო – 42 წლის კლერის გამაოგენებელი ისტორია: ის გადარჩა და დღეს სხვების დახმარებას ცდილობს
ოქსფორდშირელი ორი შვილის დედა, 42 წლის კლერ გერინგი ექიმთან მუცლის მარჯვენა მხარეს ძლიერი ტკივილის გამო მივიდა. თავდაპირველად სპეციალისტები ეჭვობდნენ, რომ პრობლემა ენდომეტრიოზთან იყო დაკავშირებული.
შემდგომმა კვლევებმა, მათ შორის კოლონოსკოპიამ, აჩვენა, რომ მისი აპენდიქსი ამოტრიალებული იყო. დამატებითმა გამოკვლევებმა კი ორგანოზე ავთვისებიანი ქსოვილის არსებობა დაადასტურა.
კლერს საბოლოოდ მეოთხე სტადიის პსევდომიქსომა პერიტონეი (PMP) დაუდგინდა – უკიდურესად იშვიათი სიმსივნური დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად აპენდიქსში წარმოქმნილი სიმსივნისგან იწყება.
რა არის პსევდომიქსომა პერიტონეი?
PMP-ს ზოგჯერ “ჟელესებრ მუცელსაც“ უწოდებენ. დაავადების დროს სიმსივნური უჯრედები წარმოქმნიან ლორწოს მსგავს ნივთიერებას – მუცინს, რომელიც მუცლის ღრუში ვრცელდება და სხვადასხვა ორგანოს გარშემო გროვდება.
დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, შეშუპება, ტკივილი და მუცლის მოცულობის შესამჩნევი გაზრდა.
კლერის შემთხვევაშიც მუცელი იმდენად გაებერა, რომ, მისი თქმით, “ოთხი თვის ორსულს“ ჰგავდა.
“ვიფიქრე, რომ უბრალოდ 40 წლის გავხდი და ასაკის მატებასთან დაკავშირებული მუცელი გამიჩნდა“, – იხსენებს ქალი. განაგრძეთ კითხვა…
