Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში უფრო დაცულია, ვიდრე უცხოეთში“ – რას აცხადებს სანდრო ქევხიშვილი

August 25, 2026
„ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში უფრო დაცულია, ვიდრე უცხოეთში“ – რას აცხადებს სანდრო ქევხიშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის უფროსი ანალიტიკოსი სანდრო ქევხიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების ოფშორებიდან საქართველოში გადმოტანას შესაძლო სანქციებისგან აქტივების დაცვის მცდელობას უკავშირებს. მისი შეფასებით, ამ პროცესისთვის საკანონმდებლო საფუძველი ჯერ კიდევ 2024 წელს ე.წ. ოფშორების კანონის მიღებით მომზადდა, რომელმაც უცხოეთიდან აქტივების საქართველოში გადმოტანა საგადასახადო შეღავათებით შესაძლებელი გახადა.

“ათვლის წერტილი, რაც საჯაროდ გამოჩნდა, იყო ე.წ. ოფშორების კანონის მიღება და ეს იყო 2024 წლის გაზაფხულზე აქტიური აქციების დროს დაჩქარებული წესით. რატომ? იმიტომ, რომ მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში ძალადობის გამოყენებით ხელისუფლებაში დარჩენა და მან იცოდა, რომ პოტენციურად მას სანქციები შეეხებოდა. და, ამიტომ მოამზადა საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ მარტივად გადმოეტანა მისი ოფშორებში არსებული, უცხოეთში არსებული აქტივები საქართველოში და ისე, რომ არანაირი გადასახადი არ გადაეხადა. საუბარია კომპანიების გადმოფორმებაზე, ოფშორული მფლობელობის ჩახსნა და პირადად ოჯახის წევრებზე საქართველოს კომპანიების გავლით აქტივების გადმოფორმებაზე. ვხედავთ, რომ ეს პროცესი თითქმის ბოლოში გავიდა. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ამ კანონის გამოყენება მათ შორის წილების გადაფორმებაში თუ რამე გადასახადი წარმოიშვება, რომ ეს გაუქმდეს, ამას მიღწევს, რა თქმა უნდა, მას ყველა ემსახურება საქართველოში. ის ფიქრობს, რომ საქართველოში ის უფრო დაცულია, ვიდრე უცხოეთში, – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ანტიკორუფციული გუნდის უფროსი ანალიტიკოსი სანდრო ქევხიშვილი.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თანაინვესტირების ფონდის რამდენიმე მსხვილი ბიზნესი ოფშორიდან საქართველოში გადმოარეგისტრირეს და ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა. მათ შორისაა „მტკვარი ჰოლდინგი“, „აქსის თაუერსი“ და „გალერია ჰოლდინგი“. კორუფციის მკვლევრები ცვლილებებს ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების რისკებს უკავშირებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
  • შეცვალა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” რიტორიკა უკრაინის მიმართ – რას ამბობენ ოპოზიციაში?
  • თბილისში მდებარე სასტუმრო ბილტმორი და ტერაბანკი გაიყიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge