Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ორი წელი გავიდა და 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის სიკვდილის საქმე ისევ გამოუძიებელია” – რას ამბობს ლიკა გახარია

August 25, 2026
“ორი წელი გავიდა და 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის სიკვდილის საქმე ისევ გამოუძიებელია” – რას ამბობს ლიკა გახარია

პარტია ფედერალისტების წევრი ლიკა გახარია 2 წლის წინ გარდაცვლილი თემურ ხადურის დედის, ნინო გვიშიანის მიერ ქუთაისის რაიონულ პროკურატურასთან გამართულ აქციას ეხმაურება და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მხარი დაუჭირონ მას სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

როგორც გახარია წერს, ნინო გვიშიანი მოითხოვს შვილის მკვლელობის არა “ხელახალ გამოძიებას”, არამედ გამოძიებას, რომელიც 2 წლის თავზეც არ ჩატარებულა.

“ორი წელი გავიდა და 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის სიკვდილის საქმე ისევ გამოუძიებელია.

დღემდე არ არსებობს პროკურატურის ვერსიაც კი, თუ როგორ მოკვდა ახალგაზრდა ბიჭი და ვინ მიაყენა მას გარდაცვალებამდე გამჭოლი ჭრილობები.

დღეს, 25 აგვისტოს, შვილმოკლული დედა ქუთაისის რაიონულ პროკურატურასთან ისევ ითხოვდა პასუხებს – არა “ხელახალ გამოძიებას”, არამედ გამოძიებას, რომელიც 2 წლის თავზეც არ ჩატარებულა.

უკვე არაერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ამ ქვეყანაში სამართალს ვერცერთი შვილმოკლული დედა ვერ იპოვის.

ამიტომ, საზოგადოების ვალია, გვერდში დაუდგეს და მხარი დაუჭიროს ნინო გვიშიანს სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

ეს, მათ შორის, ჩვენი ოჯახების დასაცავად უნდა გავაკეთოთ.” – წერს ლიკა გახარია სოციალურ ქსელში.

ფედერალისტების წევრი ასევე აქვეყნებს რამდენიმე თვის წინ გადაღებულ ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, თუ რა მოხდა 2024 წლის 25 აგვისტოს და რა წერია საქმის მასალებში. გახარიას თქმით, წელიწადნახევრის შემდეგ პროკურატურას არ აქვს ოფიციალური ვერსია და არ დაუკავებია მკვლელი. ის მოუწოდებს საზოგადოებას, შვილმკვდარ დედას მხარი დაუჭირონ და გავიდნენ ქუჩაში.

“გიგა ავალიანისა და ნიკო კვარაცხელიას დედების შემდეგ ქუჩაში სამართალს კიდევ ერთი მოკლული ბიჭის დედა ეძებს. 23 წლის ქუთაისელი სტიქაროსნის თემო ხადურის დედა ნინო გვიშიანი თითქმის ორი წელია მისი შვილის მკვლელების დასჯას უშედეგოდ ელოდება. 2024 წლის 25 აგვისტოს დილას თემო ხადური მცხეთაში და ქარელში ტაძრების მოლოცვის შემდეგ ქუთაისის მიმართულებით სახლისკენ გაემგზავრა. თერჯოლამდე მისვლის შემდეგ ოჯახს დაურეკა და შეატყობინა, რომ მალე სახლში იქნებოდა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

საქმის მასალების მიხედვით თერჯოლაში თემო ხადურს პოლიციასთან უსიამოვნო ინციდენტი გადახდა. პოლიცია ამტკიცებს, რომ ინციდენტის შემდეგ თემო ხადური ადგილიდან მიიმალა და მისი ძებნა აღარ დაუწყიათ. ამ შემთხვევიდან სამ დღეში მდინარე წაჩხურას კალაპოტში თემო ხადური გარდაცვლილი იპოვეს. სამხარეულის ექსპერტიზის მიხედვით გარდაცვლელს კეფის არეში 11 სანტიმეტრი სიგრძის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. ორივე თვალის ბუდეში კი ბლაგვის საგნით მიყენებული სისხლ-ნაჟღენთ აღენიშნებოდა, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა მიყენებული. მოგვიანებით ოჯახმა აღმოაჩინა იქვემდებარე ფერმაზე დამონტაჟებული სათვათვალო კამერა და კამერის ჩანაწერების ამოღება შეძლო.

ჩანაწერში ჩანს, რომ გარდაცვლილი თემოხადურის აღმოჩენის ადგილიდან 300 მეტრში მისი გაუჩინარების ღამეს პოლიციელები პიკაპით გადაადგილდებიან და ვიღაცას ფარნებით ეძებენ. ჩანაწერის აღმოჩენის შემდეგ გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ პოლიციელები მის შვილს აედევნენ, იპოვეს და სავარაუდოდ ცემით მოკლეს.

წელიწადნახევრის შემდეგ ისევ არ არსებობს მკვლელი, არ არსებობს პროკურატურის ოფიციალური ვერსია. შვილმოკლული დედა უიმედოდ ელოდება პასუხს თუ ვინ და რატომ მოკლა მისი შვილი. როცა თემო ხადურის დედამ დაინახა, რომ სხვა გახმაურებული საქმეები, ნიკო კვარეცხელიასა და გიგა ავალიანის მკვლელობები სწორედ დედების მონდომებითა და პროტესტის მუქარით დაიძრა, მან 3 მარტს რეჟიმს ერთკვირიანი ვადა მისცა. თუ ამ ხნის განმავლობაში მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სამართალი არ აღსრულდება, ნინო გვიშიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტის დაწყებას აანონსებს. 10 მარტს ეს ვადა ისე ამოიწურა, რომ სახელმწიფოს არანაირი პასუხი გარდაცვლილის ოჯახისთვის არ გაუცია.

კიდევ ერთ შვილმკვდარ დედას სჭირდება ჩვენი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა, რომ სამართალი ქუჩაში მაინც იპოვოს, რადგან ივანიშვილის საქართველოში საკუთარ სიმართლეს სხვაგან ვერსად დაამტკიცებ. ასე რომ, შევხვდებით ქუჩაში.” – ამბობს გახარია ვიდეოში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
  • შეცვალა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” რიტორიკა უკრაინის მიმართ – რას ამბობენ ოპოზიციაში?
  • თბილისში მდებარე სასტუმრო ბილტმორი და ტერაბანკი გაიყიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge