“არც დასავლეთის ზეწოლას, არც ბოლო დროის პროტესტს, არც ოპოზიციას არ მიუყენებია დიქტატორისთვის იმხელა ზიანი, რაც მისმა ყველაზე ყურმოჭრილმა, ყველაზე გახრწნილმა მონამ, ღარიბაშვილმა მიაყენა.
სწორედ ამ ბოროტმოქმედმა და აბსოლუტურმა არარაობამ მთლიანად გააშიშვლა მთელი სისტემა და ჩამოგლიჯა ბოლო ლეღვის ფოთოლი დიქტატურას.
საბოლოოდ დადასტურდა, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი, პოლიტიკური, პროცედურული სისტემა, არის ერთი კაცის ფეოდალური, მაფიოზური დიქტატურა და ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს, ისევე როგორც კორუფციის მამამთავარი არის ასევე ივანიშვილი და ყველა დანარჩენი არიან მისი ინსტრუმენტები. გამორიცხულია, რომ ივანიშვილმა გადაიტანოს ეს დარტყმა!
დანარჩენი დროის საკითხია, დიქტატორს არ აქვს კარგი თამაში. ყველა შემთხვევაში ცუდად დაამთავრებს. ჩვენ კი ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ და არ დავრჩეთ მხოლოდ სეირის მაყურებლებად.
ამ სკანდალიდან რამდენიმე დასკვნა გამომაქვს. სინამდვილეში ივანიშვილი ძალიან ჩაგრავს თავისი მაფიოზური კლანის წევრებს. იმ ფონზე როცა მრავალი მილიარდი იპარება “პრემიერ მინისტრის” დახურდავება რაღაც უბადრუკ 750 ათას ლარზე მეტყველებს ივანიშვილის უკიდურეს სიხარბეზე და იმაზე რომ ყველაფერი თვითონ მიაქვს და ამათ ნამცეცებს უტოვებს. მართალია მოპარული მილიარდებიდან ნაწილს “პროკურორებს” და “მოსამართლეებს ურიგებს კონვერტებში, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
მეორე რაც ძალიან აზიანებს კლანს არის ის, რომ მას შემდეგ რაც საჯაროდ გამოიტანეს თანხის “მინისტრიდან” “პრემიერზე” გადაცემის საკუთხი, დაირღვა მაფიის მთავარი პრინციპი – არ ჩაშვება. ეს კი ნიშნავს, რომ აწი კლანის შიგნით ერთი-მეორეს ძალიან ნაკლებად ენდობიან. მოკლედ ივანიშვილის “ბესპრედელშიკობა” მასვე შემოუბრუნდა ძალიან ცუდად.” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
