საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 25 მუნიციპალიტეტს ჯამში დამატებით 14 229 230 ლარი გამოუყო. ამის შესახებ მთავრობის 2026 წლის 18 აგვისტოს განკარგულებაშია საუბარი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, გამოყოფილი თანხები მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.
ამასთან, ყველაზე დიდი თანხა ახმეტის მუნიციპალიტეტისთვისაა გათვალისწინებული – 1 754 729 ლარი. თანხა თუშეთში, წოვათის მხარეს ალტერნატიული გზისა და მასთან დაკავშირებული ნაგებობების მოწყობას, ასევე მდინარე ალაზანზე გომეწარი-წოვათის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საავტომობილო გზის მოწყობას მოხმარდება.
მუნიციპალიტეტების მიხედვით დაფინანსება ასე ნაწილდება:
ახმეტის მუნიციპალიტეტი – 1 754 729 ლარი
ხონის მუნიციპალიტეტი – 1 283 575 ლარი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 1 085 676 ლარი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – 1 014 526 ლარი
მესტიის მუნიციპალიტეტი – 1 000 000 ლარი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 764 958 ლარი
ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 758 214 ლარი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 709 650 ლარი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – 700 000 ლარი
წალკის მუნიციპალიტეტი – 569 112 ლარი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 454 847 ლარი
გორის მუნიციპალიტეტი – 430 792 ლარი
თიანეთის მუნიციპალიტეტი – 420 752 ლარი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 417 953 ლარი
დმანისის მუნიციპალიტეტი – 407 838 ლარი
ადიგენის მუნიციპალიტეტი – 370 500 ლარი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 350 000 ლარი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი – 292 865 ლარი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი – 291 095 ლარი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – 239 283 ლარი
ასპინძის მუნიციპალიტეტი – 199 785 ლარი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი – 189 067 ლარი
ახალციხის მუნიციპალიტეტი – 187 960 ლარი
დუშეთის მუნიციპალიტეტი – 173 934 ლარი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – 162 119 ლარი
განკარგულების თანახმად, დაფინანსება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, რომელთა შორისაა გზების რეაბილიტაცია და მოწყობა, ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, მინი სტადიონებისა და საბავშვო სივრცეების მოწყობა, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა და სხვა სამუშაოები.
მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თანხა სოფელ ზოტში გზის რეაბილიტაციასა და დაბა ბახმაროში სპორტული სტადიონის მოწყობას მოხმარდება. ტყიბულში დაფინანსდება სოფელ მუხურაში გზებისა და ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია, ხოლო თიანეთში ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.
მესტიის მუნიციპალიტეტში თანხა ლახამულის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციასა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ყარსგურიშის მიმართულებით სამუშაოებს მოხმარდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 709 650 ლარი სოფელ ტაძრისში წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო გარდაბანში – სოფელ საცხენისის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 700 000 ლარით ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა და მუზეუმის შენობის ფასადის რეაბილიტაცია, ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, ლანდშაფტური დიზაინისა და დენდროლოგიური სამუშაოები განხორციელდება.
