დავით ნატროშვილის შესახებ ბოლო წლებში საერთაშორისო მედია ძირითადად მისი ბიზნეს წარმატების გამო წერს. ქართველი მეწარმე SPRIBE-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია – კომპანიის, რომლის შექმნილმა თამაშმა “Aviator“-მა გლობალურ iGaming ბაზარზე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.
ნატროშვილის ქონების ზუსტი ოდენობა საჯაროდ დადასტურებული არ არის, თუმცა უცხოური წყაროები მას ასობით მილიონი დოლარის ქონების მქონე ბიზნესმენად განიხილავენ. აი, მისი პირადი ცხოვრება კი ნაკლებად საჯაროა.
ცნობილია, რომ დავით ნატროშვილი მეუღლესთან, ნინა ჭუმბურიძესთან და ვაჟთან, ალექს ნატროშვილთან ერთად მონაკოში ცხოვრობს.
ვინ არის ნინა ჭუმბურიძე?
დავით ნატროშვილის მეუღლის, ნინა ჭუმბურიძის, შესახებ საჯარო სივრცეში ბევრი ინფორმაცია არ იძებნება. მისი პროფესიული საქმიანობისა და კარიერის შესახებ ვრცელი ბიოგრაფიული ცნობები უცხოურ მედიაში არ გამოქვეყნებულა და ის ძირითადად ნატროშვილის მეუღლის სტატუსით ჩნდება.
თუმცა ნინა მეუღლესთან ერთად მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობს. განაგრძეთ კითხვა…
