Tuesday, August 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რომეო მიქაუტაძე პროკურატურსგან პასუხს ელოდება

August 25, 2026
რომეო მიქაუტაძე პროკურატურსგან პასუხს ელოდება

რომეო მიქაუტაძე პროკურატურსგან პასუხს ელოდება – როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პროკურატურაში არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება

უფლებადამცველის თქმით, სააპელაციო სასმართლოში მიქაუტაძის საქმეზე სხდომა 14 სექტემბერს არის ჩანიშნული – “მანამდე ვნახოთ, თუ რაიმე პოზიციას ჩამოაყალიბებს საქართველოს პროკურატურა”.

ადვოკატი ირწმუნება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებთან „არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“.

ამ ეტაპზე, არანაირი ცვლილება არ არის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში დავწერეთ განცხადება და მივმართეთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. არანაირი პასუხი არ მიგვიღია – არც უარყოფით, არც დადებითი. დღეის მდგომარეობით, არაფერი არაა შეცვლილი. ჩვენ სააპელაციო სასამართლოში პროცესი 14 სექტემბერს გვექნება და ვნახოთ, მანამდე თუ რაიმე პოზიციას ჩამოაყალიბებს საქართველოს პროკურატურა და რაიმე პირობებს შემოგვთავაზებს, განვიხილავთ.

არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. პროკურორთან გვქონდა საუბარი, თუმცა მანაც თქვა, რომ ჯერ გენერალურ პროკურატურაში არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაუფორმდება თუ არა ბატონ რომეოს საპროცესო შეთანხმება,“ – განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას ითხოვს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

16 მარტს სასამართლომ რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნინო გალუსტაშვილმა მიქაუტაძე დამნაშავედ ცნო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – “ფულის გათეთრებაში”, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

ამასთან, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.

მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა “ნახიდურჰესის” 15%-იანი წილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “2012 წელს გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩემს ოჯახის წევრს ციხეში მოკლავდნენ…” – რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი
  • თბილისი – შალვა ნუცუბიძის I ფერდობი – ვრცელდება ვიდეო
  • თამარაშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge