12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ (გური) დადიანიძის დედა მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს მიმართავს:
„სად ხარ, გური… სად, დედი,“ – წერს სოფო ბიბილაშვილი.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
