უკრაინის საელჩოსთან, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
აქციის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა და დროშის გაშლა სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა მათ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ გზის სავალი ნაწილის დროებით დაკავებასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება უკვე დაწერილი აქვთ, თუმცა პოლიცია მათ გზაზე არ უშვებს.
„მოქალაქეები მოვედით აქ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს გამოვუცხადოთ მხარდაჭერა, პოლიცია კი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციას და დროშებსაც კი არ გვაშლევინებენ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.]
ადგილზე პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახეს, აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის მსვლელობა ე.წ. ტროტუარზე გააგრძელეს.
თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
