საქართველოდან ადგილობრივი წარმოები ფქვილის ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 162.9 ათასი დოლარის ღირებულების 436 ტონა ქართული ხორბლის ფქვილის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 86.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2025 წლის 7 თვეში ადგილობრივი ფქვილის ექსპორტმა 87.3 ათასი დოლარი (154.1 ტონა) შეადგინა.
ქართული ფქვილის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
სომხეთი – 83.5 ათასი დოლარის 313 ტონა;
სალვადორი – 73.3 ათასი დოლარის 108.5 ტონა;
ერაყი – 6.2 ათასი დოლარის 14.4 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, მისი მაჩვენებელი 19.5%-ით არის შემცირებული. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 4.946 მლნ დოლარის ღირებულების 10 129 ტონა ფქვილი იყიდა, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6.143 მლნ დოლარის ღირებულების 18 141 ტონა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურად, წელსაც საქართველომ ფქვილის დიდი ნაწილი რუსეთში იყიდა, ჯამში 2.634 მლნ დოლარის ღირებულების 6 259 ტონა. მეორე ადგილზეა თურქეთი – 1.093 მლნ დოლარის 1 746 ტონით, მესამეზე კი აზერბაიჯანი, საიდანაც წელს 680.6 ათასი დოლარის ღირებულების 1 520 ტონა ფქვილი შემოვიდა.
