„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ბრალდებები, რომლებსაც ხელისუფლება წლების განმავლობაში ენმ-ის წინააღმდეგ იყენებდა, დღეს თავად „ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებით დასტურდება. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებისა და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეებმა, მისი შეფასებით, „ივანიშვილის რეჟიმის ბინძური პროპაგანდა საბოლოოდ ამხილა”.
14 წელია “ნაციონალური მოძრაობა” გახლავთ ბინძური პროპაგანდის და ბინძური ჭორების მთავარი სამიზნე და გაირკვა და დღეს საბოლოოს დადასტურდა, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომლებიც აი, ამ ბინძური პროპგანდის ავტორები იყვნენ, საბოლოო ჯამში, თავიანთ ბნელ ზრახვებზე საუბრობდნენ. იმიტომ, რომ ყველა ბრალდება, რომელიც არ დადასტურდა ჩვენი მისამართით, დადასტურდა იქამდე, სანამ დაკარგავდნენ ძალაუფლებას. ისინი საუბრობდნენ ჯარის ძარცვაზე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყვაოდა სამეხდრო ინდუსტრია და ჩვენ გვქონდა თანამედროვე ქართული შეიარაღება. მათ არათუ გააჩანაგეს ეს ყველაფერი, არამედ გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრი მათ სორის კილოობით თანხებს, ტომრებით ატარებდა მინისტრთა კაბინეტებში. ასე ძარცვავდნენ ისინი ქართულ არმიას.
ისინი საუბრობენ ელიტურ კორუფციაზე და გამოდგა, რომ სუსის უფროსი. პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი – თურმე ეს ყველა ადამიანი რუტინული, სამსახურეობრივი მოვალეობის სესრულების დროს, ატარებდა ამ ტომრებით ფულს და ერთმანეთს აძლევდნენ ხოლმე და ახლა ერთმანეთზე დაიწყეს ამ ჩვენებების მიცემა.
გარდა ამისა, ისინი საუბრობდნენ, რომ თითქოს სააკაშვილი… სააკაშვილი დაიჭირეს მართლა პიჯაკების გამო, იმის გამო, რომ გვირგვინი მიიტანა ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის საფლავზე და ეს ხალხი ზოდების გამო, მილიონობით დოლარის გამო, რომელსაც ქართულ არმიას ჰპარავდნენ, ქართულ ჯანდაცვას ჰპარავდნენ, ქართველ მოქალაქეებს და პენსიონერებს ჰპარავდნენ, ამის გამოა მათი რაღაც ნაწილი დაჭერილი.
და, ასევე, რაც ძალიან მნიშნელოვანია, ისინი საუბრობდნენ, რომ ტუირმე მობილურებზე ვერ ისაუბრებდი “ნაციონალური მოძრაობის” დროს და ახლა სტატუსების გამოა ხალხი ციხეში და არ ჩერდება მათი ნაკადი. სტატუსის გამო, პოზიციის გამო ადამიანებს აკავებენ და ციხეში კეტავენ.
ამიტომ, სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც ეს ხალხი იძახდა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, დაუდასტურდა “ოცნებას”. მათ ეს ყველაფერი უკვე აღიარეს და საბოლოო განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა, არის აღსასრულებელი ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ.
ამ ქვეყანაში თქვენ ვერ ეღირსებით კრიმინალურ რუსულ გუბერნიას, ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ სამართლებრივ, თავისუფალ სახელმწიფოში. ყველა კორუმპირებული, ქართველი ხალხის ყველა მძარცველი აგებს პასუხს. ამის გარანტიას ვაძლევთ “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართელ ხალხთან ერთად აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის კორუმპირებულ რეჟიმს და ეს, იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს – საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება. ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირკვევა, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
პროკურატურის ინფომრაციით, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი – 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.