Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია – ნათია თამაზაშვილი

August 24, 2026
„ძალიან გთხოვთ, რომ მადროვოთ წასვლა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ამ საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს სრულად არის პოლიტიკური პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის დამ და ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს არ აღიარებს და ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოუწერია.

„ვერ გეტყვით, ვის ინტერესებში შედის, ეს ლოგიკას არ ექვემდებარება, ჩემი პირადი შეფასებით შემიძლია გითხრათ, რომ არალოგიკურია მიმდინარე პროცესები, არარსებულ ბრალზეა საერთოდ საუბარი. ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკურად დევნილია ირაკლი ღარიბაშვილი დღეს. ჩემი შეფასებით ირაკლი არის პოლიტიკური პატიმარი, [შეიცვალა] მთელი ის მიმდინარე მოვლენები, რაც ირაკლიმ გამოქვეყნებულ რამდენიმე განცხადებაში აღნიშნა. ამის გარდა, რა შეიძლება ითქვას, რაც საჯაროდ და ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, სადაც აშკარად იყო გამოკვეთილი ის წინაპირობები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ჩვენთვის ბუნებრივია, ცნობილი არ იყო, რაზე იყო საუბარი, მაგრამ იმ წერილში მითითებული შინაარსი, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და რაზეც ირაკლი საუბრობდა, დღეს დაადასტურა ხელისუფლებამ. ბუნებრივია, ირაკლი იტყვის თავის სათქმელს. ეს პროცესი, დღეს სადაც ვართ, პირადად ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი, არც აღიარა, ხელიც არ მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ბრალდებას და ბუნებრივია, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge