საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციის 36 წლის მენეჯერი, სერგეი ინდეიკინი მალარიით გარდაიცვალა. მისი სიცოცხლე, სავარაუდოდ, ნიგერიაში მივლინების დროს მალარიის გადამტანი კოღოს ნაკბენმა იმსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ინდეიკინი ცოტა ხნის წინ ნიგერიაში იმყოფებოდა მივლინებით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის უზბეკეთში გაემგზავრა, სადაც თავი შეუძლოდ იგრძნო. მალევე მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 24 აგვისტოს გავრცელდა. კოლეგების თქმით, ის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ფედერაციის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და მსოფლიოს უდიდეს საჭადრაკო შეჯიბრებებზე ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობდა.
ინდეიკინი 2021 წლიდან საერთაშორისო ჭადრაკის ფედერაციაში მუშაობდა. მისი საქმიანობა მოიცავდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს, მსოფლიო თასს, სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატებს, პრეტენდენტთა ტურნირებსა და ფედერაციის ეგიდით გამართულ სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებს.
