Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან – რას აცხადებს ადვოკატი

August 24, 2026
გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან – რას აცხადებს ადვოკატი

გაუფორმდება თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, მარიამ შათირიშვილმა განუცხადა.

ადვოკატმა უპასუხა კითხვას გენერალური პროკურატურის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა გადაწყდა მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიებას ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა, ისე როგორც გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც.

“რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამაზე პირველ ინსტანციაში იყო საუბარი, უბრალოდ პირობები არ არის შეთანხმებული და გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული”, – განაცხადა მარიამ შათირიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა. ასევე, უწყების ცნობით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემაც. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარისა და აპარატურის შეძენის მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ჩატარებულ რამდენიმე საიდუმლო შესყიდვას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს
  • თუ შესასვლელ კართან მარილი დაგხვდებათ დაყრილი: დაცვა თუ ჯადო? – ეზოტერიკოსის განმარტება
  • ყველაზე უცნაური ციხე, სადაც პატიმრები ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge