Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო…” – რას განცხადებას ავრცელებს ირაკლი გორდულაძე

August 24, 2026
“გახარიას პარტია იშლება”-არჩილ გორდულაძე

“როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ხშირად სჩვევიათ ხოლმე პოლიტიკური ინსინოვაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც” – ამბობს ოცნების დეპუტატი გორდულაძე ექსპრემიერისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე.
“უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერმინისტრზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს მიმდინარე წლის იანვრიდან და მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულში, უკანონო შემოსავლის მიღებაში. მისთვის, როგორც ბრალდებულისთვის, ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სხვა დანაშაულთან მიმართებით, რომელიც მძიმე კორუფციული ხასიათის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავი რომ გადაერჩინა, ისეთი წერილები გაავრცელა, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ადამიანი როცა იტყუება, ერთმანეთში ირევა მის მიერ გავრცელებული სხვადასხვა მოგონილი ინფორმაცია. ბრალი აქვს წარდგენილი, მისი მცდელობა პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყო. რა პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანს ბრალი აქვს აღიარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მიღებაზე. ადამიანს ასეთი დანაშაული როცა აქვს აღიარებული, წესით და რიგით, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. დანარჩენი ინსინოვაციებია, რომელიც მან საკუთარი თავის გადასარჩენად დაიწყო, რადგან იცოდა, რომ მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის სხვა ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობდა. მისი მხრიდან არის მცდელობა, სისხლის სამართლის წარმოებაში პოლიტიკა შეიტანოს. ასეთი ქმედებები კრახისთვის არის განწირული, რადგან ასეთი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდის ხოლმე, სადაც დასტურდება, რომ როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სასამართლოს საქმიანობა სრულად შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ქართულ კანონმდებლობასთან და ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან“ – თქვა გორდულაძემ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ ვერ იხდის აქტიური მოსახლეობის თითქმის მეოთხედი სესხს?!
  • “თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • სამინისტრო ყველა მასწავლებელს გადამზადების შესაძლებლობას მისცემს – გივი მიქანაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge