არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი პატრიარქთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს იხსენებს.
„ერთხელ აქვს ჩემთვის პატრიარქს ნათქვამი, ბავშვობაში რომ გამახსენდებოდა, უნდა გარდავცვლილიყავი, რაღაც არანორმალურად მიხაროდაო… რომ უნდა გარდავცვლილიყავი და ჩემს წინაპრებთან უნდა წავსულიყავიო… გარდაცვალება ბავშვობიდან მისთვის იყო სიხარული… ცოტა უცნაურად მომეჩვენა, ვერ მივხვდი, მაგრამ ისე მოიქცა ბოლო პერიოდში, როცა დაამთავრა თავისი ყველაფერი… მე ვთვლი, რომ მან გადაწყვიტა, უნდა გარდაცვლილიყო… თორემ იმდენი ავადმყოფობიდან გამოურიდებია ღმერთს… იმდენი ავადმყოფობიდან გადაურჩენია…
უძლურების პერიოდში ორჯერ ჰქონდა კოვიდი. მაგრამ გადარჩა, რადგან გვჭირდებოდა, მაგრამ ბოლოს… მე ვთვლი, რომ გადაწყვიტა, უნდა გადარცვლილიყო და დარწმუნებული ვარ, სიხარულით გარდაიცვალა. ამის შედეგი იყო … გინახავთ სადმე ამდენი ხალხი?! ეს იყო საოცრება…“ – ამბობს არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში,
