Monday, August 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

August 24, 2026
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – students.emis.ge დღეიდან დაიწყო და 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, რეგისტრაციის პროცესში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა და დაალაგოს ისინი პრიორიტეტის მიხედვით.

„უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მობილობის უფლება ეძლევათ იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამაზე უნივერსიტეტს 2026-2027 სასწავლო წელს სტუდენტთა მიღების უფლება შეზღუდული აქვს და ამ საფუძვლით სტატუსის აღდგენა ვერ ხერხდება. მობილობის შესაძლებლობა მათ ერთწლიანი სწავლის წინაპირობის გარეშე ეძლევათ.

მობილობის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის საფასურის – 40 ლარის გადახდა. მობილობის საფასურისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში, ასევე თვითმომსახურების ტერმინალებში, ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან BOGPAY.GE-ის სერვისებით.

ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველმა სტუდენტმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე უნდა გაიაროს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსი. შიდა კონკურსის პირობებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. შიდა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტუდენტს მობილობის ელექტრონულ პორტალზე დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც შიდა კონკურსის საფუძველზე დაწესებულების თანხმობა მოიპოვა.

მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტს ელექტრონული პორტალის პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლება.

მობილობის დადებითი შედეგის შემთხვევაში, სტუდენტმა წერილობითი განცხადებით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარადგინოს პირადი საქმის ასლები.

მობილობის შედეგების საფუძველზე, სტუდენტი ასევე უნდა გაეცნოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობით დაადასტუროს თანხმობა ან უარი.

მობილობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილობის ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის ელექტრონული პორტალი -https://students.emis.ge/; რეგისტრაციის პროცესის ვიდეოინსტრუქცია- https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q; მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი -https://www.emis.ge/posts/142; ხშირად დასმული კითხვები მობილობის შესახებ -https://emis.ge/about/faq.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისას ყურადღებით გაეცნონ გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალებს, მობილობის პირობებსა და დადგენილ ვადებს“, – აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში 100 000 ლარზე მეტი ხელფასი 425 დასაქმებულს აქვს
  • “ფორმა უნდა ეცვას ყველას…” – რას ამბობს გივი მიქანაძე
  • 30 აგვისტოდან მილიარდ-ნახევარი მაყურებელი მოისმენს, როგორ მღერიან საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge