ყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. ამ ვერსიაზე ადგილობრივები “ტვ პირველთან” საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია როგავების ოჯახის სამი წევრი, სამი და. მათი ცხედრები სახლში მეზობელმა იპოვა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, რომ დები ქუჩაში 3 დღის განმავლობაში არ გამოსულან, მოგვიანებით კი სამეზობლო უცნაურმა სუნმა შეაწუხა, რის შემდეგაც როგავებს სახლში მიაკითხეს. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს მათ ადგილზე სამართალდამცველები.
“გარდაცვლილია სამი პიროვნება. რითია გარდაცვლილი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დები იყვნენ. სამივე და მარტო ცხოვრობდა, გაუთხოვარი გოგოები იყვნენ. სუნი იგრძნო მეზობელმა ჭიშკართან. დაახლოებით 4-5 დღე არ ჩანდნენ. ექსპერტიზას წაღებული აქვს ყველაფერი, საჭმელიც, წყალიც…მე რომ ვიყავი, უკვე ექსპერტიზა მოსული იყო,” – ამბობს სოფლის გამგებელი ლადო შველიძე.
რა გახდა 60 წლამდე მოქალაქეების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ყულიშკარში, საკუთარ სახლში სამი და გარდაცვლილი ნახეს.
