Saturday, August 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ზუსტად ვიცი, რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს” -რას აცხადებს გედევან ფოფხაძე

August 22, 2026
“ზუსტად ვიცი, რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს” -რას აცხადებს გედევან ფოფხაძე

xr:d:DAF7WcHXQq0:29,j:5821319719061369467,t:24013109

” ქართული ოცნების” ყოფილი თანაგუნდელი, გედევან ფოფხაძე ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, რომ “სისტემა ამხილოს”, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ექს-პრემიერი ასე ვერც თავის თავს დაიცავს და ვერც ოჯახს.

ფოფხაძე ამბობს, რომ “შეიქმნა ისეთი ტერორისტული ძალადობრივი სისტემა, რომელიც არავის აღარ დაინდობს”.

“ზუსტად ვიცი, რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. მან პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ ქვეყანაში რომ ეს სისტემა შეიქმნა, ეს არის უსამართლობა და ბოროტება და უნდა ამხილოს ეს სისტემა. ამის ნაწილი უნდა გახდეს. თუ ის ჩათვლის, რომ ამ სისტემის პირობებში უნდა დაიცვას თავის თავი და ოჯახი, ის ამას ვერ შეძლებს – ეს ილუზიაა. როგორ ავუხსნა ეს მე ირაკლის, რომ ცუდი იყო, როცა მაშინ ივანიშვილის პოზიციები გაამაგრა, ცუდი იყო, როცა ჩათვალა, რომ მოსამართლეებს (როცა ჩვენ ვუპირისპირდებოდით და სანქციები დაუწესეს) მხარდაჭერა გამოუცხადა, თვითონ მივიდა და ის ამაყობს ამ მოსამართლეთა კორპუსით და ეს ყველაფერი შემოუბრუნდა. თუ ამ ადამიანს არ შეუძლია, გაიაზროს და მიხვდეს, რომ პრობლემა უკვე ივანიშვილი კი არ არის, ეს კერძო კონფლიქტი კი არ არის, არამედ შეიქმნა ტერორისტული ძალადობრივი სისტემა, რომელიც არავის არ დაინდობს. თუ ჰქონია რომ ამ დროს თავის ოჯახს დაიცავს, ეს არის ილუზია. გადავხედოთ ხო – როგორ ჩამოიშორეს კვირიკაშვილი, გახარია, ღარიბაშვილი საერთოდ ციხეში გაუშვეს. ყველა პრემიერი იყო ივანიშვილის პრემიერი და არა ქვეყნსი პრემიერი”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექს-პრემიერის ცოლის დის, ნათია თამაზაშვილის ქმარი სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

უფლებადამცველის განმარტებით, სწორედ “ამას გულისხმობდა ღარიბაშვილი, როცა განადგურებაზე საუბრობდა”.

ასევე შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინწინ ციხიდან კიდეც ახალ წერილი გაავრცელა, რომელშის წერს, რომ მას მამის დაჭერით ემუქრებიან.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ ოჯახს და თავს იცავს და “ყველა გადმოდგმულ ნაბიჯს, იძულებულია სარკისებურად უპასუხოს”.

ამასთან,ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, “შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა.“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე ვფიქრობ, რომ ეს არის ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფების ორ კლანს შორის დაპირისპირება” – რას ამბობს თინა ხიდაშელი
  • Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ – აქსესუარი რომელზეც შესაძლოა დაჯარიმდეთ
  • “ზუსტად ვიცი, რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს” -რას აცხადებს გედევან ფოფხაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge