Saturday, October 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ალისა ამაყად მიყვებოდა თუ როგორ მიდიოდა მასთან ხალხი და ჩემზე ესაუბრებოდა …” – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

August 22, 2026
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსების დევნის საქმეზე სასამართლო სხდომას არ დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ალისა იყო ბათუმში, გაჩერდა მრავალი წლის წინ სოფოს მიერ ნაყიდ ერთოთახიან ბინაში. ხოდა დაინტერესდა მამამისის ბათუმის ნახვით.

ალისა ჰორიზონტზეც კი არ იყო, როცა მე და ლევან ვარშალომიძე ვდგამდით ზღაპრულ მოტივებს ქალაქის სხვადასხვა კუთხეში – ჰოლანდიურ წისქვილს, აჭარულ სახლს, ბერძნულ აკროპოლისს, ევროპულ პიზას მსგავს კოშკს, პიაცას თავისი თოჯინებიანი საათით, ანბანის კოშკს, ალი და ნინოს, ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანს თავი ეგრძნო ზღაპრულ გარემოში.

ყველაფერში ვდებდით ჩვენი გულების ნაწილებს. ხოდა მერე გაჩნდა ზღაპრის პერსონაჟი ალისა და ჩავიდა ზღაპრულ ბათუმში, მამიკოს აშენებულ საოცრებათა სამყაროში. ქალაქში სადაც არცერთი ამ ობიექტის, არცერთი კვ. მეტრი მე არ მეკუთვნის, მაგრამ მიეკუთვნება ჩემს სახელს, რომელსაც ქოცები მერამდენე წელი ეჯაჯგურებიან და ვერაფერი უყვეს.

როცა ბათუმზე ვიძახდი ნიცაზე უკეთეს ქალაქს ავაშენებთ-თქო თვითონ ბათუმელებს არ სჯეროდათ და ბევრი დამცინოდა, გიჟს მეძახდა (როგორც ბევრ სხვა საკითხზე). სინამდვილეში ბათუმში და სხვა ადგილებშიც ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საჯარო სივრცის შექმნა. ბულვარი 1,5 კილომეტრიდან 13 კილომეტრამდე გავზარდეთ. ბევრი შადრევანი დავდგით. არაბი შეიხის ნაჩუქარი პალმები ჩავრგეთ. შევქმენით საჯარო სივრცეები პიაცაზე (რაზეც ლევანს მხოლოდ 9 თვე დასჭირდა). ანბანის კოშკი თავისი იმ მოტრიალე თავით არ დაგვცალდა თორემ ვაპირებდით.

ალისა ამაყად მიყვებოდა თუ როგორ მიდიოდა მასთან ხალხი და ჩემზე ესაუბრებოდა, პრაქტიკულად ყველგან სადაც ჩნდებოდა, ხოდა ესეც ძალიან კმაყოფილი იყო ამ ისტორიებით. ალისას მხოლოდ ერთოთახიანი პაწაწინა ბინა დარჩა, მაგრამ შეუძლია ამაყად გაიაროს ქალაქში და თითქმის ყველაფერზე, რაზეც შეიხედება ამაყად თქვას „ეს მიშამ გააკეთა“.

ეს სიამაყე ყველანაირ ქონებაზე მაღლა დგას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს გადავეცი მთავარი რამ – საშუალება თავაწეულებმა იარონ, იამაყონ მამით და მამის გაკეთებულით ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში
  • მძიმე ავარია ქუთაისში – დაღუპულია ქვეითი – მომხდარის დეტალები
  • დუბაი–თელ-ავივის რეისზე მომხდარი მძიმე თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge