დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის კიდევ უფრო მწვავდება. მოსყიდულები, ბინძური ტყუილები, მითვისებული მილიონები და გაძარცვული ტელევიზიები, – “ნაციონალურ მოძრაობასა” და კოალიცია “ცვლილებების” წევრებს შორის ერთმანეთის მისამართით ღია ბრალდებები ისმის.
“40 მილიონი რომ მქონდეს, სააკაშვილის პარტიაში 40 კაცი აღარ იქნება,” – დაწერა გვარამიამ. პასუხად ანა წითლიძემ “ახალის” ლიდერს წარსული შეახსენა.
პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იყიდება.
“ნაციონალური მოძრაობა არ იყიდება. უნდა გავასწოროთ ფოკუსი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმად. არ ემსახურება საერთო ეროვნულ გამარჯვებას,” – აცხადებს გიორგი კაპანაძე.
“ადამიანი, რომელმაც ჯერ რუსთავი 2, მერე მთავარი არხი და შემდეგ ნაციონალური მოძრაობა გაძარცვა,” – წერს წითლიძე სოციალურ ქსელში. მიხეილ სააკაშვილი კი დამარცხების რეპეტიციაზე საუბრობს, გვარამიას ეგრეთწოდებულ ოპოზიციას უწოდებს და ამბობს, რომ მასთან ერთად ბრძოლაში შესვლა საშიშია.
