2024-25 წლების სტატისტიკა იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იკარგება ყოველ წელს, არ გვაქვს – ამისშესახებ ინფორმაციას ლაშა ბერულავა აქვეყნებს.
“2024-25 წლების სტატისტიკა იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იკარგება ყოველ წელს, არ გვაქვს.
♦️2023 წლის მონაცემებით კი საქართველოში უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა.
♦️მოძებნილია 89 პირი, მათ შორის, 16 გარდაცვლილია ნაპოვნი, 60 ადამიანი 2023 წლის ბოლოს მონაცემებით, კვლავ დაკარგულად ითვლებოდა.
♦️2023 წელს ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში დაიკარგა, მათგან 35 ნაპოვნია.
♦️2023 წლის განმავლობაში საქართველოში 17 არასრულწლოვანს ეძებდნენ, იპოვეს – 11, ექვსს კი, წლის ბოლოს მონაცემებით, ვერ მიაკვლიეს.
♦️საქართველოში იკარგებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც: 2023 წელს 14 უცხოელი დაიკარგა. პოლიციამ მხოლოდ 8 მათგანი იპოვა უვნებელი , ნაპოვნია 1 გარდაცვლილიც.
♦️ქვეყანაში დაკარგული ადამიანების მონაცემების შეგროვება 1973 წლიდან იწყება.
1973 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით სულ 6571 ადამიანი დაიკარგა.
♦️ამავე პერიოდში მათგან მოიძებნა 5549, მოსაძებნი კი 1022 ადამიანი დარჩა”, – წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.
